იტალიამ ავსტრალიისთვის განკუთვნილი ვაქცინის 250 ათასი დოზის ექსპორტი დაბლოკა

05 მარტი 2021, 12:34 940 ნახვა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში ასტრაზენეკას ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება  ასტრაზენეკას იტალიაში მდებარე ობიექტის მიერ წარმოებული ვაქცინის 250 000 დოზას ეხება. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ავსტრალია არ არის "მოწყვლადი" ქვეყნების სიაში, ამასთან, ევროკავშირსა და იტალიაში ვაქცინების მუდმივი დეფიციტია და რომ 250 000 დოზა საკმაოდ მაღალი რაოდენობაა იმის გათვალისწინებით, რა რაოდენობის ვაქცინაც იტალიას და ზოგადად, ევროკავშირს მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკომისიაც უჭერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი