შიდა ქართლში ​არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

04 მარტი 2021, 15:56 1241 ნახვა

სამართალდამცველებმა შიდა ქართლში ​არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა რის შემდეგაც ფაქტი გახმაურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

სასჯელი რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი