,,თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ გამართეს.