აქცია - მსვლელობა მელიას მხარდასაჭერად

04 მარტი 2021, 15:17 888 ნახვა

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები რუსთავის ციხესთან   ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მანქანების მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ. ხელისუფლებასთან კი მთავარი გზავნილია, მელია მალე გათავისუფლდეს ციხიდან და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან მისი მონაწილეობით გაიმართოს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში