"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია მსვლელობა დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ მიემართებიან.
"პერმანენტული აქციები გაგრძელდება, ოპოზიცია შეთანხმდა დროის გადანაწილებასა და ფორმაზე. დღევანდელი აქცია-მსვლელობა გაგრძელდება რუსთავში საპატიმროსთან და ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი და არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები"-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციამ დღეს დაანონსებული აქციის ფორმატი შეცვალა და კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ავტომობილებით მსვლელობა გადაწყვიტა.
რაც შეეხება 13 მარტს დაანონსებული მასშტაბური აქცია 20 მარტისთვის გადადო.