ისრაელი საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენას 7 მარტიდან გეგმავს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით,მარტის დასაწყისში ქვეყანა ყოველდღიურად რამდენიმე ათასი მგზავრის მიღებას შეძლებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს ტესტირების გავლა მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ ვაქცინაცია გაიკეთეს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამასთან, ისრაელის ვაქცინირებულ მოქალაქეებს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით თავისუფლად გადაადგილება კვიპროსისა და საბერძნეთის მიმართულებით ექნებათ.