ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლების ნაწილი გაფიცვას განაგრძობს

03 მარტი 2021, 10:17 1836 ნახვა

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი N39, N49, N56 და N44 სამარშუტო ხაზების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ.

მძღოლების განცხადებით, ბათუმის მერიამ ან სამგზავრო ტარიფი უნდა გააძვიროს ან სუბსიდირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის გაგრძელება არ უღირთ.

"ჩვენი მგზავრობის ღირებულება და ტარიფი არ წვდება ხარჯებს, ოჯახის შენახვას. საარსებო წყარო შეგვიწყდა მძღოლებს. ჩვენც გაგვიძვირდა ყველაფერი. მართალია ქალაქის ტერიტორიაა, მაგრამ მარშუტი დიდია ერთი გზა არის 14 კილომეტრი. ლაშა კომახიძესთან შეთანხმებული ვიყავით დაგვითვალა ხალხის ნაკადიც და მივედით იმ დასკვნამდე, რომ კალკულაციის მიხედვით ჩვენ გვეკუთვნის 1,10 ლარი არსებული ხარჯების გათვალისწინებით, მაგრამ ვითხოვთ 20-30 თეთრს, ეს არის მინიმუმი, რომ შევინარჩუნოთ ოჯახები. ამის გამო გვაქვს გაფიცვა. დღეს რადგან დასვენების დღეა აქცია არ იქნება, გაფიცულები ვრჩებით, ხვალ შევიკრიბებით მერიასთან და ვაპირებთ მერთან შეხვედრას თუ შეგვხვდა"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომპანია "აჭარტრანსრეგულირებაში", რომელიც ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიაა აცხადებენ, რომ ტარიფების განსასაზღვრად მათ აუდიტი დაიქირავეს, რომლის დასკვნაც ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნეს და  ტარიფების მატებას თვის ბოლოს ელოდებიან.

მძღოლები დღეს ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას გეგმავდნენ, თუმცა უქმე დღის გამო ხვალისთვის გადადეს.

"გუშინ ვიყავით მერიასთან, არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა, გაფიცვას ვაგრძელებთ. ჯერ მერის წარმომადგენელი არავინ შეგვხვედრია. თუ სხვა ქალაქებში გაძვირდა მგზავრობის ღირებულება ჩვენთან რატომ არ იმატებს ეს ტარიფი. 

ემზარ ქავჟარაძემ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, უნდა მივიდეს მერიასთან შუამდგომლობა მოახდინოს და მოგვაწოდოს სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ არაფერი გამოხმაურება არ არის გვპირდებიან უსასრულოდ. გვითხრან დროულად გადაწყვეტილება, რომ ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედოთ"-აცხადებენ მძღოლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი