საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ორი ვიცე-პრემიერი დაასახელა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
„ჩვენ დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დავით ზალკანიანს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო მაჭავარიანმა პოზიციაზე მაია ცქიტიშვილი შეცვალა.