ნიდერლანდებში შეზღუდვები შეამსუბუქეს

24 თებერვალი 2021, 18:31 225 ნახვა

ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა, თუმცა შეზღუდვები შეამსუბუქა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგები  მესამე ტალღის საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა მოქალაქეები შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან. ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდება პროფესიულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 3 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას სილამაზის სალონები. მანამდე ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების  აღსრულება სავალდებულოდ არ ჩათვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში