სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ხვალიდან, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება

24 თებერვალი 2021, 14:22 775 ნახვა

სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები რვა მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით გაიხსნება.

„ხვალიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, -  აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მათ კარგად ესმით, რომ  ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს რა პრობლემებიც ზამთრის კურორტებს აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნათ.

„ბიზნესისთვის მუშაობის რეჟიმის შემსუბუქების კალენდარი, პრაქტიკულად ხვალიდან ამოქმედდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება ზამთრის კურორტებისთვის. გვესმის ძალიან კარგად, რომ გამომდინარე ეპიდვითარებიდან მოგვიწია ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ ოთხი ძირითადი ზამთრის კურორტის, მაგრამ ხვალიდან გაიხსნება ამ ოთხივე ლოკაციაზე არსებული ჩაკეტილი სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, რომელიც არის ბაკურიანში, თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში „ფრისთაილში“ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის შესრულებით და 8 მარტს ამას მოყვება საბაგიროების გახსნა, რადგან გარკვეული დრო სჭირდება სასრიალო არეალის მომზადებას. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს რა პრობლემებიც შეექმნა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და აუცილებელი შეზღუდვების გამო ზამთრის კურორტებს, მაგრამ ალბათ, დაგვეთანხმებით რომ მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბაკურიანში, მესტიაში, გუდაურში და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ფოტო: გიორგი გომიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი