საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ნიკა მელია მოინახულა.
სახალხო დამცველის თქმით, ნიკა მელია თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზეა.
„მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა. ასევე, გამოვკითხე პირობები. დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ იყო გადაყვანილი შსს-ს ერთ ერთ განყოფილებაში და შემდეგ იქიდან წამოიყვანეს მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებასა ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელი არის ციხეში არსებული პირობები. თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა სურვილი, საჯაროდ მეთქვა, რომ ოპტიმისტურ განწყობაზე არის. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ის, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ვესაუბრე ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.