უსასრულო რიგები მომსახურეობის სააგენტოსთან

22 თებერვალი 2021, 20:04 5701 ნახვა

ავტომობილების ძველი სანომრე ნიშნების გამოყენების ვადა იწურება. 31 მარტის შემდეგ 3 კომბინაციანი ასოებისა და ციფრების გამოყენებას ვეღარ შეძლებთ და დაჯარიმდებით. მოქალაქეებისთვის 1-ლ სექტემბრამდე მიცემული ვადა მთავრობამ 31 მარტამდე გაახანგრძლივა.

ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა, 72 ლარი დაგიჯდებათ ბანკის საკომისიოს ჩათვლით, თუმცა ეს არ ეხება ფასიან ნომრებს. ძველი ნომრების ახლით დროულად შეცვლის მიზეზით, მომსახურების სააგენტოებში საათობით გრძელი რიგებია, ამასთანავე 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა რამდენიმე დღეში 1-ლ მარტს იწურება, სწორედ ამიტომ დღეს, ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ ჯარიმების გადავადების თხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართა.

ასოციაციის წევრების განცხადებით, პანდემიამ ავტოდილერები ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა. 1-ლი მარტის შემდეგ ავტომობილების მფლობელები განუბაჟებელი მანქანების გამო 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში