ზეგ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდება გაიხსნება თუ არა ზამთრის კურორტები - ირაკლი ღარიბაშვილი

22 თებერვალი 2021, 19:22 1014 ნახვა

უმრავლესობის დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელთაგანაც ერთ-ერთი პანდემიის შედეგად დაზარალებულ მცირე ბიზნესს ეხებოდა. კახიშვილი ასევე სათხილამურო კურორტებზე პანდემიის შედეგად დახურული სასტუმროების ამოქმედებით დაინტერესდა.

"''აპირებთ თუ არა შემსუბუქების პროგრამის წარდგენა და რამდენ ხანში? გრადაციის კუთხით, ჩემთვის ბევრი რამაა გაუგებარი და იქნებ გამარკვიოთ. შეიძლება არის სამართლიანი მიზეზები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და იქნებ ამაშიც დაგვეხმაროთ და გაგვარკვიოთ სამთო სათხილამურო კურორტებთან მიმართებაშიც.

ჩემი აზრით, გრადაცია ცოტა უაზროა, მაშინ როდესაც ყაზბეგში მუშობს სასტუმრო და ის სათხილამურო კურორტს არ მიეკუთვნება, ჩვეულებრივად მუშობს. ამ დროს ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და მესტიის კურორტები სათხილამუროა და ისინი დაკეტილია. ცოტა მართლაც გაუგებარია. ყაზბეგში კოვიდი არ არის და აქეთ არის?! თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაძლებელია გაიხსნას აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება იგივე სათხილამურო ტრასები, ლოგიკა სად არის?! ადამიანი თუ მიდის ამ კურორტებზე, ჩადის იმისათვის, რომ ტრასებით ისარგებლოს. იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს კრედიტი აქვს აღებული, ახლა მოდის თოვლი ამ კურორტებზე და ახლა არის მათთვის მუშაობის სეზონი, ხომ არ შეიძლება ამ ადამიანებს შევუქმნათ პირობები, რომ ერთის მხრივ, ამოისუნთქონ და არსებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ და მეორეს მხრივ, მოსახლეობას ხალისი მიეცემა და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვრებს“, - განაცხადა კახიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზეგ გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და გადაწყდება გაიხსნება თუ არა ზამთრის კურორტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი