ბათუმის ნაგავსაყრელზე დასახლებულები დახმარებას ითხოვენ

21 თებერვალი 2021, 15:23 1979 ნახვა

ბათუმში ნაგავსაყრელის  ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლებული ოჯახები მთავრობას დახმარებას და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთხოვენ.

ამბობენ, რომ აქ ათი წლის წინ მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოვიდნენ, ვინაიდან სოფელში მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, თუმცა ოჯახებს ეკომიგრანტის სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ აქვთ. ადგილზე დღეს  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა.

რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, აჭარაში რეგისტრირებული ყველა ეკომიგრანტი ოჯახისთვის შესაბამისი პროგრამები  ხორციელდება,  თუმცა ეს ოჯახები ბაზაში ამ სტატუსით არ დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი