ბათუმში წყლის მიწოდება აღდგა, კომისია ზარალს დაითვლის

20 თებერვალი 2021, 12:15 934 ნახვა

ლერმონტოვის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს სარეაბილიტაციო სამუშაოები  ჩაუტარდა და წყლის მიწოდება  აღუდგა გრიბოედოვის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩის აბონენტებს. „ბათუმის წყალში“ წყლის მილის დაზიანებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

ლერმონტოვის ქუჩაზე, წყლის ძლიერი ჭავლის გამო დაზარალებული მოქალაქეების  ზარალს  კომისია შეისწავლის -განაცხადა „ბათუმის წყლის „ გენერალურმა დირექტორმა. გუშინ , ლერმონტოვის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც წყლის ძლიერმა  ჭავლმა დააზიანა ავტომობილები და მიმდებარე ობიექტები , ასევე დაიტბორა  ლერმონტოვის ქუჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი