საწვავი ძვირდება

19 თებერვალი 2021, 20:05 1863 ნახვა

ბოლო პერიოდში საწვავზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ამასთანავე თვალშისაცემია ფასთა შორის ის განსხვავება, რაც მომხმარებელს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე ხვდება.

მართალია, ბრენდირებული სადგურების შემთხვევაში ინფრასტრუქტურა გაცილებით განვითარებულია და მათი საოპერაციო დანახარჯებიც მეტია, თუმცა მომხმარებლის ქცევა ფასების მიმართ მაინც სენსიტიურია.

მსუბუქი ავტომობილების მფლობელებთან ერთად, საწვავის გაზრდილი ხარჯი ყველაზე მეტად სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს აწუხებთ. საწვავის ქართულ ფასს კვირას მშვიდობიანი მსვლელობით მოქალაქეები პროტესტს გამოუცხადებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი