ფინეთში კორონავირუსის ტესტირებაზე უარის თქმა კანონით დაისჯება

19 თებერვალი 2021, 15:36 1101 ნახვა

ფინეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.კორონავირუსის არსებობაზე ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში ფულადი ჯარიმა ან სამთვიანი პატიმრობა შესაძლოა დაწესდეს.  შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სამინისტრომ შეიტანა.  კოვიდ-19-ის ეპიდემიის დროს რეგიონულ სახელმწიფო ორგანოს აეროპორტში აუცილებელი სამედიცინო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. თუ ადამიანი უარს ამბობს აუცილებელ სამედიცინო შემოწმებაზე, მას ან დააჯარიმებენ ან სამი თვით დააპატიმრებენ-ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.  ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს და დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი ხელს მოაწერს. კანონი 22 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი