ტოვებს თუ არა თანამდებობას თამარ ჟვანია? ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებულ ინფორმაციას, ცესკოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, თამარ ჟვანია ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას და რჩება ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.
მისი გადადგომა არჩვენების შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.