ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30-35 სმ-ს აღწევს. ქობულეთის მერიის ინფრომაციით,მიმდინარეობს სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები. ამ დრომდე ვერ ხერხდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის დასახლებას. გასულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ავარიული ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა წარმოქმნილ პრობლემაზე მოხდება მყისიერი რეაგირება, მათივე განმარტებით, ამისთვის მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.