გიორგი გახარია მოქმედი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო დაახლოებით 5 წელი. მის გადადგომას ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ითხოვდა. ოპოზიცია გახარიას გადადგომას საკუთარ გამარჯვებად აფასებენ. პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბრიფინგები გამართეს ოპოზიციური პარტიების და ,, ქართული ოცნების'' ლიდერებმა.