აზერბაიჯანმა სომხეთს 106 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა

17 თებერვალი 2021, 12:30 802 ნახვა

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს კიდევ 106 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცხედრების გადაცემის პროცესი რუსი სამშვიდობოების შუამავლობით განხორციელდა. აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე 1 379 სომეხი სამხედროს ცხედარია აღმოჩენილი. შეგახსენებთ, გასული წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება, რომელმაც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაასრულა, სხვა პირობებთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დაღუპულების ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი