მელიას იმუნიტეტი მოეხსნა

16 თებერვალი 2021, 20:10 1018 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა და  პროკურატურას უკვე მისი დაკავების უფლება აქვს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.

სახალხო დამცველი და მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღო.  

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი