ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს

16 თებერვალი 2021, 15:41 889 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტელეფონით თურქ  კოლეგას ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა ამერიკა თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას.ბლინკენი და ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზით გადაწყდეს. სახელმწიფო მდივანმა მწუხარება გამოთქვა ერაყის ჩრდილოეთით თურქი მძევლების გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი