აშშ-ში ძლიერი  თოვლი  და ყინვაა

23 იანვარი 2025, 11:31 111 ნახვა

ფლორიდის უოლტონის ოლქის ზღვის სანაპიროზე დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა შესაძლოა  ყველა დროის რეკორდი მოხსნას.  ქალაქ მილტონში 22 სანტიმეტრიანი თოვლი მოვიდა. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ცივმა ციკლონმა გადაუარა და  თოვლი და ყინვა რეგიონში ამ შაბათ-კვირამდე შენარჩუნდება.  ძლიერმა ყინვებმა  უკვე ათი ადამიანი იმსხვერპლა. ფლორიდის დედაქალაქ ტალაჰასში  ცელსიუსით  მინუს 15 გრადუსიანი ყინვებია მოსალოდნელი.  ზამთრის ქარიშხალმა უკვე დაარტყა ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა ჰიუსტონი, სადაც 10 სმ-იანი თოვლი მოვიდა, რომელიც ქალაქს 1960 წლის შემდეგ არ ახსოვს. ნიუ ორლეანის რაიონში, რეკორდული 25 სმ-იანი თოვლი მოვიდა. დაიხურა აეროპორტები, გზებზე პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი