5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა ავტოკატასტროფის შედეგად თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კონიას რაიონში.მოლიპული გზის გამო სატვირთო ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და გადატრიალდა. მძღოლისთვის დასახმარებლად მსუბუქი ავტომობილი გაჩერდა. ამ დროს გვერდით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე სატრანსპორტო საშუალება გადატრიალდა. დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის ორი და ავტობუსის სამი მგზავრი. დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორშაბათს თურქეთის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. თოვლმა ანკარასა და სტამბოლში სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა და რამდენიმე საერთაშორისო ტრასაზე მრავალ კილომეტრეიანი საცობები წარმოშვა.