ხვალიდან თბილისში რესტორნები და სკოლები გაიხსნება, თუმცა რესტორატორებს დიდი მოლოდინი არ აქვთ, ამბობენ რომ აკრძალვის პერიოდში მათმა დიდმა ნაწილმა სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა და ახლა გახსნის მიუხედავად კლიენტების სიუხვის მოლოდინი არ აქვთ, რადგან მათი თქმით 7 საათზე უკვე დაკეტვა მოუწევთ.
ამ ფონზე ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა 9 ადამიანი.