ძლიერი ღელვის შედეგად ახალ ბულვარში ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე სასეირნო ბილიკზე ზღვამ ქვა-ღორღი გამორიყა, რასაც გაწმენდითი სამუშაოები გახდა დაჭირდა. დილიდან ადგილზე სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
გარემოსდამცველი კახა გუჩმანიძის თქმით, ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების მიუხედავად პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩა. სანდასუფთავების სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ ნაპირდაცვითი ნაგებობა სხვა ტერიტორიაზე ჩატარდა და ეს შემთხვევა მასთან კავშირში არ არის.