საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში აგლაძის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამკლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. სიტუაციის შეფასების შემდეგ, აგლაძის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებით სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე.
ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა",- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია