სინოდის სხდომის განჩინება ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა

12 თებერვალი 2021, 15:00 775 ნახვა

საპატრიარქოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია განჩინება  წმინდა სინოდის სხდომის შესახებ. ცნობილია, რომ მღვდელმთავრებმა იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე, თუმცა რა გადაწყვეტილებები მიიღეს მაღალი სასულიერო იერარქიის პირებმა კონკრეტულ თემებზე - ჯერაც უცნობია.

ვიცით მხოლოდ ის, რომ  განხილვის თემები იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომ საპატრიარქო  არ შეზღუდავს მოქალაქეებს არჩევანში, ასევე დაადგინეს, რომ  დავით გარეჯი არის  ქართული ძეგლი და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით.

დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქოს ტელევიზია გადაცემათა ციკლსაც მოამზადებს. ეს არის ის გადაწყვეტილებები რაც ამ დროისთვის ცნობილია საზოგადოებისთვის. საპატრიარქოში  სხდომის დასრულების შემდეგ განმარტეს, რომ რადგან  სხდომაზე ბევრ საკითხზე იმსჯელეს,  განჩინების ტექსტის დასრულება გუშინვე ვერ მოესწრებოდა. 

ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, თუ როდის გამოაქვეყნებს საპატრიარქო განჩინებას, რაზეც გვითხრეს, რომ შესაძლოა ტექსტი არც დღეს იყოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში