მაკონტროლებლებმა 32 ობიექტი შეამოწმეს და 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს

11 თებერვალი 2021, 11:50 978 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაკონტროლებლებმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური შემოწმება განახორციელეს. თბილისსა და რეგიონებში 32 ობიექტი შეამოწმეს და 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.

უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.  ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის  მწარმოებელი, პარკის სისქე და შემადგენლობა. 

ცელოფნის ერთჯერადი პარკების აკრძალვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა მაღაზიების ნაწილში ნაყიდ პროდუქციას მაინც პოლიეთილენის პარკებში ალაგებენ, რომელსაც არ აწერია, რომ ბიოდეგრადირებადია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი