რუსეთმა ალექსეი ნავალნის თანმებრძოლ ლეონიდ ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 28 იანვარს რუსეთში ლეონიდ ვოლკოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მას არასანქცირებულ აქციებში არასრულწლოვნების ჩართვაში ედება ბრალი. გამოძიება ამბობს, რომ აქვთ ვიდეომასალა, სადაც ვოლკოვი არასრულწლოვნებს მოუწოდებს, არასანქცირებულ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. ამ დროისთვის ვოლკოვი რუსეთში არ იმყოფება. მან ქვეყანა 2019 წელს დატოვა.