ჩინეთის მთავრობამ ავსტრალიელ ჟურნალისტს ჯაშუშობაში დასდო ბრალი. საქმე ეხება ავსტრალიის მოქალაქე ჩენ ლეის, რომელიც ჩინეთში ექვსი თვის წინ დააკავეს. ჩენ ლეის სახელმწიფო საიდუმლოს საზღვარგარეთ გადაცემაში წაუყენეს ბრალი. ავსტრალიის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ავსტრალიის მოქალაქის დაკავების გამო. ჩინეთში ავსტრალიის საკონსულოს წარმომადგენლებმა ყოფილი ტელეწამყვანი საპატიმროში რამდენჯერმე მოინახულეს. დაპატიმრებამდე ჩენ ლეი ჩინურ ტელეარხზე წამყვანად მუშაობდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ისინი მელბურნში ცხოვრობენ. ჟურნალისტის საქმის გამოძიების ფარგლებში, პეკინში მომუშავე ავსტრალიელი ჟურნალისტები ჩინეთის უშიშროების სამინისტროში დაიბარეს დაკითხვაზე, რის შემდეგაც ისინი ჩინეთიდან გააძევეს. ამჟამად ჩინეთში აკრედიტებული ავსტრალიელი ჟურნალისტები აღარ მუშაობენ.