ეკონომიკური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვდაზე. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებსაც და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.