მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

04 თებერვალი 2021, 13:02 1382 ნახვა

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთის კურორტებზე, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. მისივე თქმით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება განხილული.

" ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერს ერთად ვერ გავხსნით. შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა,  ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, მესაკუთრეებს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ სახლებში ჩასვლას.

სხვა ქვეყნების პრაქტიკასაც რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომ ამ სეზონზე ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებენ და იქ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება, არამედ ხანგრძლივდება კიდეც.

დაველოდოთ გარკვეული პერიოდი, ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს და თუ შენარჩუნდება დადებითი ან სტაბილური დინამიკა, ვიფიქრებთ, თუ რომელი შეზღუდვა შევამსუბუქოდ"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში