რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და მან 2.8 წლიანი სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 3.5 წლიანი პატიმრობა ივ როშეს საქმეზე გამოსაცდელი ვადის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიუსაჯა. შინაპატიმრობაში გატარებული წლის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნი კოლონიაში 2.8 წელს გაატარებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა მოსკოვსა და სანკტ- პეტერბურგში, სადაც განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პოლიციამ ათასს ოთხასამდე ადამიანი დააკავა, ყველაზე მეტი, ათასს 116 პირი, მოსკოვში. ორივე ქალაქის მთავარ მოედანზე რუსი "ომონი" დგას და მოსალოდნელი მაშტაბური საპროტესტო აქციების გამო შეზღუდულია