პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება არ შეუჩერა. კენჭისყრა ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართა და ის 10 წუთის წინ დასრულდა. ეს საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის ერთადერთი განსახილველი თემა იყო. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. საპარლამენტო ცხოვრებაში დღეიდან ჩაერთო პარტია მოქალაქეები. „თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?“ასე მიმართა თეა წულუკიანმა ელისაშვილს, რომელიც, როგორც აცხადებს, დღეს პარლამენტში თავაწეული მივიდა.