სახელმწიფო გადატრიალება მიანმარში

01 თებერვალი 2021, 12:31 859 ნახვა

სახელმწიფო გადატრიალება მიანმარში. სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფო მრჩეველი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს. ჯარმა ხელისუფლება მთავარსარდალს მინ აუნგ ჰლეინგს გადააბარა. პოლიტიკური ლიდერების დაკავებიდან რამდენიმე საათში სამხედროებმა ტელევიზიით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს. მომხდარი უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა. „აშშ შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიანმარის სამხედროებმა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი ნაბიჯები გადადგეს. ჩვენ  არჩევნების შედეგების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ვეწინააღმდეგებით და სამხედროებს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიანმარს 2011 წელს დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე სამხედროები მართავდნენ. შეიარაღებული ძალები 2020 წლის ნოემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდა და ხმების გაყალბებაზე საუბრობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში