მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა მოქალაქეების მიერ სრულად შეგროვდა

29 იანვარი 2021, 11:41 731 ნახვა

კარტოგრაფებისთვის გირაოს თანხა მოქალაქეებმა უკვე სრულად შეაგროვეს აცხადებენ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები.საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ეს შუამდგომლობა გუშინ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დააყენა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გირაოს ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას  ბრალდებულების ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში  გაასაჩივრებენ. ივერი მელაშვილი და ნატალი ილიჩოვა წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი