მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები 20:00 საათამდე - ბათუმის მერია

28 იანვარი 2021, 11:45 44209 ნახვა

პირველი თებერვლიდან ბათუმში მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები. აღნიშნულ თემაზე, დღეს, ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები - 20:00 საათამდე.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ტრანსპორტში მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარება, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ინფიცირების დინამიკა იკლებს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარება. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას, ტრანსპორტში მგზავრობისას დაიცვან ყველა დაწესებული რეგულაცია" - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

▶ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.

▶ მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება.

▶ აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.

▶ მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები - 20:00 საათამდე.

▶ ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი.

▶ ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები.

▶ მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.

▶ დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

▶ რაც შეეხება მუნიციპალურ სასადილოებსა და საბავშვო ბაღებს, სურსათის გაცემა გაგრძელდება ყველა საპრევენციო რეგულაციის მკაცრი დაცვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი