დღეს დილით, ბათუმის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ხანძარი იყო. ობიექტში დაახლოებით 20-მდე ავტომობილი იყო გაჩერებული, ხანძარმა რამდენიმე ავტომობილი გაანადგურა, ნაწილი კი დაზიანდა.
ცეცხლი სახელოსნოში შვიდ საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპისთვის, ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს