გაუქმდეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, ხოლო დანარჩენი შემსუბუქდეს - ეს ის მოთხოვნებია, რომელიც რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელმა დღეს მთავრობის კანცელარიის წინ გააჟღერა, მათ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს.
მონაწილეები მთავრობას 48 საათს აძლევენ და დღეს 9 საათზე კომენდანტის საათის დაწყების დროს „გასეირნებასაც“ გეგმავენ, თუმცა მთავრობამ ბოლო შეზღუდვების გამოქვეყნების დროს აღნიშნა, რომ 15 თებერვლისთვის შემთხვევის შემცირების შემთხვევაში, გადაწყვეტილება გადაიხედება.