48 საათიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას  

24 იანვარი 2021, 18:30 1259 ნახვა

48  საათიანი  ულტიმატუმი ხელისუფლებას. აქციის მონაწილეები რომლებიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ხელისუფლებას 2 დღიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

უფრო კონკრეტულად: ითხოვენ ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რესტორნებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების უფლებას, კომენდანტის საათის გაუქმებას, სასკოლო პროცესის აუდიტორიებში გადანაცვლებას, ფიტნესისა  თუ სახელოვნებო კლუბებისთვის ფუნქციონირების განახლებასა და შეზღუდვების მოხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის  შემთხვევაში აქციის მონაწილეები ერთ-ერთ ვერსიად სამთავრობო უწყებების პიკეტირებას განიხილავენ. აქციაზე იმყოფებოდნენ  ბიზნეს სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი