საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ფაიზერ-ბიონტეკის გვერდითი მოვლენების 135 შემთხვევა გამოვლინდა. ვაქცინაციის შემდეგ 10 ასაკოვანი პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა აცრასა და ლეტალურ შედეგს შორის კავშირი ჯერ დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენების სახით აცრილ პაციენტებს სხეულის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და გულისრევა აღენიშნებოდათ. სერიოზული გვერდითი ეფექტის 31 შემთხვევა დაფიქისრდა, მათ შორის ძლიერი ტაქიკარდიის 4 შემთხვევა.
ამ მონაცემებს დამატებით გამოიკვლევენ - აცხადებენ წამლის უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოში. საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია 27 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანაში უკვე 823 ათასი ადამიანია აცრილი.