ინდოეთში, ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

21 იანვარი 2021, 22:31 1009 ნახვა

ინდოეთში, ქალაქ პუნში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ვაქცინის უშუალო წარმოება არ ხდება და შესაბამისად წარმოების პროცესი არ შეჩერებულა.

მედიის ცნობით, ქარხანაში Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ. ხანძრის გამომწევევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10,610,883 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 152 869 შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში