აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი რუსეთისგან  ბოდიშის მოხდას ითხოვს

27 დეკემბერი 2024, 14:39 120 ნახვა

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატის განცხადებით, რუსეთმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამოქალაქო თვითმფრინავის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. რასიმ მუსაბეკოვის თქმით, თვითმფრინავი ჩამოგდებულია რუსეთის ტერიტორიაზე, გროზნოს ცაში და ამის უარყოფა შეუძლებელია. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში „კვალის დაფარვის მიზნით“ მედიაში გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ. დაამატა, რომ თუ დაღუპულთა და დაზარალებულთათვის ვინც ეს ჩაიდინა არ გადაიხდის კომპენსაციას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა ურთიერთობები სხვა სიბრტყეში გადავა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში