ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ციხისძირის მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გზა თოვლისგან გაწმენდილი არ არის, რის გამოც დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიან.
ციხისძირში რამდენიმე ავტომობილი მოცურდა, რის გამოც გზის ნაწილიც ჩაიხერგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზების გაწმენდა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ მონაკვეთამდე სპეციალური ტექნიკა ჯერ არ მისულა.
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში სპეციალური შტაბი შეიქმნა. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
აჭარაში მეორე დღეა თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალ დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.