ალექსეი ნავალნის პატიმრობა შეეფარდა

18 იანვარი 2021, 18:11 1246 ნახვა

ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს

გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს. 

ნავალნი პატიმრობაში სასამართლოს მორიგ სხდომამდე დარჩება. თუ ნავალნი დამნაშავედ ცნეს, მას 3,5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში