თურქეთში ართვინის პროვინციაში მდებარე არჰავის რაიონში საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა მეუღლე და კიდევ ერთი მამაკაცი მოკლა, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ ის ქვეყნის დატოვებას შეეცადა, თუმცა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იმის შიშით, რომ პოლიცია დააკავებდა, თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ხოფის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს სამივე მოქალაქე თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ იყო წასული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.