გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს და უკრაინის მოქალაქე დააკავეს

27 ნოემბერი 2019, 11:45 2071 ნახვა

გერმანიაში, ქალაქ ვარენდორფში საქართველოს და უკრაინის ორი მოქალაქე მაღაზიის ქურდობისთვის დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბრალდებულებს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაახლოებით 25 წლამდე უკრაინელი ქალი და ქართველი მამაკაცი მაღაზიის გასაქურდად შევიდნენ. გამყიდვლებმა ქალი ადგილზევე დააკავეს და იგი სამართალდამცველებს გადასცეს. რაც შეეხება მამაკაცს, იგი პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა.

ქართველი მამაკაცის მანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ 100 კოლოფი სიგარეტი ამოიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში