საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილის ბერლინში მკვლელობის გამო, სლოვაკეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. გამოძიების თანახმად დიპლომატები ქილერს გერმანიაში მოხვედრაში დაეხმარნენ. რუსეთი კი აცხადებს, რომ უპასუხებენ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.